თუ გაქვს მოწესრიგებული მოქმედი კომერციული ფართი (მაღაზია, საოფისე სივრცე და ა.შ), შეგიძლია გახდე Trackings.GE ამანათების გაცემისა და ჩაბარების წერტილის პარტნიორი და მიიღო დამატებითი შემოსავალი.
ამანათების მისაღებად მომავალ მომხმარებლებს შეუძლიათ ისარგებლონ შენი სერვისებითაც
შენი ბიზნესი გამოჩნდება Trackings.GE- ის რუკასა და აპლიკაციაში, რაც მოიზიდავს ახალ კლიენტებს
ტრენინგი, ინსტრუქციები და უწყვეტი მხარდაჭერა. გჭირდება მხოლოდ მცირე სივრცე და
ინტერნეტი. ინსტალაცია, პროგრამა და პროცედურები
მარტივია — ყველაფერში ჩვენ დაგეხმარებით.
ანაზღაურება გაცემის/მიღების თითო ოპერაციაზე. შემოსავალი 300-2500 ლარი ყოველთვიურად
დაარეგულირე პარამეტრები და ნახე სავარაუდო თვიური შედეგი.
💸 300₾ გარანტირებული ყოველთვიურად: რამდენი ამანათიც არ უნდა გაიცეს, ჩვენ გიხდით მინიმუმ 300 ლარს — შენი დროისა და სივრცისთვის.
ჩაწერე საკონტაქტო მონაცემები — დაგიკავშირდებით 24 საათში. ან დაგვირეკე: +995 322 11 20 07
ამანათების პუნქტი არის შენი ობიექტი (მაღაზია ან ოფისი ), სადაც მომხმარებლები შეუძლიათ მიიღონ ან ჩააბარონ Trackings.GE-ის ამანათები. შენ უბრალოდ უზრუნველყოფ სივრცეს და პერსონალს – დანარჩენს ჩვენ ვმართავთ.
საჭიროა 4–6 მ² ფართი, ინტერნეტი, სამუშაო საათები მინ. 6 დღე კვირაში (10:00–20:00) და ერთი თანამშრომელი, რომელიც ადგილზე იქნება ამანათების გასაცემად. სარეკლამო მასალებსა და სკანერს Trackings.GE მოგაწვდის.
გარანტირებული შემოსავალი 300 ლარი ყოველთვიურად, თუნდაც ერთი ამანათიც კი არ გაიცეს. შემოსავალი იზრდება ამანათების რაოდენობის შესაბამისად, ამიტომ რაც მეტ მომხმარებელს მოემსახურები, მით უფრო მეტი იქნება ანაზღაურებაც
შევამოწმებთ ობიექტის შესაბამისობას კრიტერიუმებთან, გავაფორმებთ შეთანხმებას და 3–5 სამუშაო დღეში უკვე შეგიძლია დაიწყო ოპერირება.
შეავსე მოკლე ფორმა ჩვენს ვებგვერდზე ან დაგვიკავშირდი ტელეფონით/ელფოსტით. ჩვენი გუნდი დაგიკავშირდება დეტალების დასაზუსტებლად და პუნქტის გახსნაში დაგეხმარება.